13:41 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-15 10:27:18, 2035 ნახვა

სამართალი
ელისო კილაძის შვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

გაზეთ "ქრონიკა პლუსის" დამფუძნებლისა და მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის შვილისთვის,  დავით ხარშილაძისთვის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.

ჯერჯერობით უცნობია, რა შუამდგომლობით წარსდგება სახელმწიფო ბრალდება სასამართლოს წინაშე, თუმცა ეჭვობენ, რომ პროკურატურა კილაძის შვილისთვის პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ დავით ხარშილაძეს აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ უნდა შეეფარდოს.

ელისო კილაძე ირწმუნება, რომ შვილის დაკავებით მას ემუქრებიან, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ დავით ხარშილაძის თავისუფლების სანაცვლოდ, არავისთან  არანაირ გარიგებას არ აპირებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).დაკავებული წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics