07:58 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-13 17:47:56, 2190 ნახვა

სამართალი
სუს-ში საპატრულო პოლიციასთან დაპირისპირების შესახებ განცხადებებს აბსურდულს უწოდებენ

სუს-სა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ ადასტურებენ.

„აბსურდული განცხადებებია“,-აღნიშნა სუს-ის პრესსამსახურის წარმომადგენელმა  „ექსპრესნიუსთან“  საუბარში.

შეგახსენებთ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი სუს-სა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, დაპირისპირება ერთი თვის წინ, მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ სუს-ის თანამშრომელი დააკავა. ელგუჯა ბაგრატიონის მტკიცებით, სუს-ი ყველაფერს აკეთებდა, რათა ხალხი პოლიციას დაპირისპირებოდა: „დაპირისპირება დაწყებულია ერთი თვეა, რაც საპატრულო პოლიციის მიერ იქნა დაკავებული სუს-ის თანამშრომელი, ხელბორკილები დაადეს და გადაიყვანეს პოლიციის სამმართველოში, ეს სუს-ის თანამშრომელია ყიფიანი, თავის ძმებთან ერთად დააკვეს. ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება სუს-სსა და საპატრულო პოლიციას შორის. სწორედ ერთი თვის განმავლობაში მიზანმიმართულად მიმდინარეობდა საპატრულო პოლიციის დისკრედიტაცია, სუს-ი აკეთებდა ყველაფერს იმისათვის, რომ დაპირისპირებოდა ხალხი საპატრულო პოლიციას. სწორედ მშვიდობიანი აქციის გაგრძელება ვანდალიზმით, რომელიცი12 საათის შემდეგ განვითარდა, იყო სუს-ის მიერ ინსცენირებული“,-აღნიშნა ელგუჯა ბაგრატიონმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics