2017-03-12 06:34:28, 1816 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კლდიაშვილი:მთელი შსს გამოვიდა, მაგრამ მემგონი ზომბების მეტი ვერაფერს ნახავენ
ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის ხელმძღვანელის გიორგი კლდიაშვილის განცხადებით სახელმწიფომ რეაგირება დააგვიანა.
ეხლა მთელი შსს-ი გამოვიდა, მაგრამ მემგონი ზომბების მეტი ვერაფერს ნახავენ. ბათუმში ქუჩაში კაციშვილი აღარ არის და მარტო ძაღლის ყეფა ისმის. კაი დროსია, დაწვეს და დაანგრიეს რაც დასანგრევი და დასაწვავი იყო და წავიდნენ სახლში. ეხლა სდიეთ ღამის მოჩვენებებს ხელკეტებით. ეჰ, ძალიან შორს ვართ რა ნორმალური ქვეყნისგან" -განაცხადა დავით კლდიაშვილმა.
სპეცრაზმა ბათუმში 06:00 საათზე რამდენიმე ვანდალი დააკავა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან