2017-03-09 21:37:29, 2484 ნახვა
სამართალი
გიორგი მამალაძის საქმეზე წმინდა სინოდი გამოძიებას ენდობა
გიორგი მამალაძის საქმეზე წმინდა სინოდი გამოძიებას ენდობა, - ამის შესახებ წმინდა სინოდის დღევანდელ განჩინებაშია ნათქვამი.
განჩნებაში წერია, რომ სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად მეუფეებმა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმის თაობაზეც იმსჯელეს.
„წმინდა სინოდმა ასევე იმსჯელა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმის თაობაზე. განაჩინეს: წმინდა სინოდი ენდობა გამოძიებას და იმედოვნებს, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, იგი მაქსიმალური გამჭვირვალობით წარიმართება და დროულად დადგინდება ობიექტური ჭეშმარიტება“, - ნათქვამია განჩინების ტექსტში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან