07:31 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-08 16:49:35, 1881 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი იტალიის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

„იტალია საქართველოს აღიქვამს, როგორც ევროპული ოჯახის წევრს“,- ამის შესახებ იტალიის სენატის პრეზიდენტმა  პიეტრო გრასომ საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.

იტალიის სენატის პრეზიდენტის თქმით, საქართველო, როგორც ევროკავშირის პარტნიორი ქვეყანა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს  რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, რომში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხებზე  და საპარლამენტთაშორისო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები იყო.

პიეტრო გრასომ საქართველოს პრემიერ–მინისტრს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს მოქალაქეები შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას შეძლებენ.

გიორგი კვირიკაშვილმა და პიეტრო გრასომ ისაუბრეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics