2017-03-07 23:38:07, 1929 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ხიდაშელზე: ერთმანეთისგან ვერ არჩევს იურიდიულ და პოლიტიკურ განცხადებებს, ამიტომ მიიღო 1.5% არჩევნებში
თინა ხიდაშელი ერთმანეთისგან ვერ არჩევს იურიდიულ და პოლიტიკურ განცხადებებს, ამის გამო მიიღო სწორედ პროცენტნახევარი ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის, განცხადებას.
როგორც კობახიძემ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, თინა ხიდაშელი ვერ მიხვდა, რომ მისი [ირაკლი კობახიძის] განცხადება რუსთავი2-ის თაობაზე პოლიტიკური ხასიათის იყო.
ცნობისთვის, "ვინ ასწავლა, რომელ უნივერსიტეტში უთხრეს, რომ სტრასბურგში საქმე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა?," - ასე შეაფასა თინა ხიდაშელმა ირაკლი კობახიძის განცხადება რუსთავი 2-ის საქმეზე.
თინა ხიდაშელის განცხადების წინაპირობა ირაკლი კობახიძის ნათქვამი იყო, რომელმაც ასევე "არჩევანში" აღნიშნა, რომ "ტელეკომპანია "რუსთავი 2" სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ გამოდის".
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან