07:31 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-07 22:03:51, 1590 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე: დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ ეს არის დავა ტელეკომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის

გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ ეს არის დავა ტელეკომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის, - ამის შესახებ ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრმა დავით ბაქრაძემ "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, პირველი დასკვნა გახლავთ სწორედ ის, რომ მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მტკიცების, რომ ეს არის კერძო დავა, ქონებრივი დავა ორ კერძო პირს შორის, სტრასბურგმა ჩათვალა, რომ ეს ასე არ არის. 

"დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ სტრასბურგის სასამართლო მკაფიოდ ხედავს, რომ ეს არის დავა ტელეკომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის, სადაც საფრთხე ემუქრება ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლება დღეს გახლავთ იმდენად მაღალი ღირებულების მატარებელი ელემენტები ჩვენი ცხოვრების, რომ მან საჭიროდ ჩათვალა, მიეღო ისეთი ზომები, რომელსაც მიიღებდა საფრთხეში, რომ ყოფილიყო რომელიმე ადამიანის სიცოცხლე", - განაცხადა დავით ბაქრაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებით ხელისუფლებას დიდი დარტყმა მიადგა.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება უვადოდ გააგრძელა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics