|
2015-01-13 11:35:52, 3331 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ექსპორტი დამატებით 12.4%–ით, იმპორტი კი 7.5%–ით გაიზრდება
„თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების სრულად ამოქმედების შემდგომ, ჩვენი წინასწარი პროგნოზით ექსპორტი დამატებით 12.4%–ით, იმპორტი კი 7.5%–ით გაიზრდება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართულ–ესტონურ ბიზნესფორუმზე განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო 2 წელიწადში, ექსპორტი 24%–ით გაიზარდა. „მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი და საექსპორტო შესაძლებლობები. 2 წელიწადში ექსპორტი 24 %–ით გაიზარდა. ამ პერიოდში ევროკავშირთან ექსპორტი 70%–ით გაიზარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების სრულად ამოქმედების შემდგომ, ჩვენი წინასწარი პროგნოზით ექსპორტი დამატებით 12.4%–ით გაიზრდება, იმპორტი კი 7.5%–ით“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. პრემიერის განცხადებით, ექპორტისა და იპორტის ზრდა, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. „თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ამოქმედებით, ჩვენ შეგვიძლია ინვესტორებს შევთავაზოთ ევროპული ბიზნესგარემო, შესანიშნავი ადგილმდებარეობა, წვდომა უკვე 900 მილიონიან ბაზარზე. ამ შეთანხმებასთან ერთად ჩვენ გვექნება გარანტია პრეფერენციების გენერალიზებული სისტემა 8 ქვეყანასთან აშშ–ს ჩათვლით და თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი თურქეთსა და დსთ–ს ქვეყნებთან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)