2017-03-03 22:02:20, 2024 ნახვა
პოლიტიკა
22:30 საათზე თეა წულუკიანი ბრიფინგს გამართავს
22:30 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ბრიფინგი გაიმართება, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა საკითხზე გამართავს მინისტრი ბრიფინგს, თუმცა ის, სავარაუდოდ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ იქნება, რომელიც "რუსთავი 2"-ის საქმეს ეხება.
შეგახენებთ, ევროსასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან