„გამჭვირვალობამ“ რ2-ის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია საელჩოებს მიაწოდა
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, ორგანიზაციამ მიაწოდა საქართველოში მოქმედ საელჩოებს რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია.
აქვე, ეკა გიგაურმა ქიბარ ხალვაშის მიერ გაკეთებულ განცხადებას არასერიოზული უწოდა.
„მგონი არასერიოზულია და ვხედავთ რამდენად არასერიოზული დამოკიდებულება აქვთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.