05:01 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-01 18:10:44, 1537 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს საბოლოო მიზანს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა წარმოადგენს

ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ამ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს და ამ  მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ეს არის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომელმაც ქართველ ხალხს ისტორიული დღე ბრიუსელიდან მიულოცა.
 
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამ პროცესის დასრულების პროცედურებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის 28 მარტიდან შევა ძალაში.
 
„ეს უკვე დადასტურებული, ოფიციალური ინფორმაციაა, 8 მარტს განახლებული რეგულაცია ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება, 28 მარტს - ძალაში შევა და ამის შემდეგ, უკვე ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს ბიომეტრიული პასპორტი და მიემართება ევროკავშირისკენ მოკლევადიანი ვიზიტით, შეეძლება ამ ვიზიტის განხორციელება," - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
 
ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ მნიშვნელოვან და ხელშესახებ შედეგებზე და აღნიშნა, რომ ქვეყნის საბოლოო მიზანს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა წარმოადგენს.

ევროპარლამენტში, სულ რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები.
 
საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს, ევროკავშირის საბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა. განახლებული რეგულაცია დადასტურებული ინფორმაციის თანახმად 8 მარტს ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება, ხოლო 28 მარტს, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics