|
2017-03-01 14:15:46, 1360 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და ბელარუსის პრეზიდენტებმა მინსკში პირისპირ შეხვედრა გამართეს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ბელარუსში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის პრეზიდენტს პირისპირ შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური დაკულტურული მიმართულებებით. საუბრის ერთერთი მთავარი თემა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იყო. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს. საქართველოს პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკოს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ე.წ. „ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებების" განხორციელებით რუსეთის ფედერაციამ დაიწყო აფხაზეთისა დაცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ოკუპაციის პროცესი. ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ დაანონსებული რეფერენდუმის ჩატარებას, მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები ექნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოებისათვის. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო ანექსიის თავიდან აცილების მიზნით, უკიდურესადმნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიცია რუსეთის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით. საქართველოს პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი კვლავ მიუწვდომელი რჩება საერთაშორისოთანამეგობრობისათვის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია წარმოადგენს ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმს ადგილზე, რომელსაც მიუხედავად მისიმანდატისა, ოკუპირებულ რეგიონებში შესვლის უფლებას არ აძლევენ, რაც კიდევ უფრო ამძიმებს იქ არსებულ მდგომარეობას ადამიანის უფლებათა მიმართულებით. შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების მზარდი დინამიკა და დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავებისგანსაკუთრებული მნიშვნელობა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქართული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს ბელარუს კოლეგებს გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება ეკონომიკურირეფორმების, ასევე ელექტრონული მმართველობისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებებით. აღინიშნა, რომ ბელარუსი დაინტერესებულია საქართველოს იმ შესაძლებლობებით, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველითავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებითა (DCFTA) და სხვა რეგიონებთან აქტიური თანამშრომლობით ქმნის პარტნიორებისათვის. როგორც შეხვედრისას განაცხადეს, საქართველოში ბელარუსის საელჩოს გახსნა, რომლის შესახებაც გადაწყვეტილება 2015 წლის აპრილში საქართველოშიალექსანდრე ლუკაშენკოს სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტების შეხვედრისას იყო მიღებული, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორისორმხრივი ურთიერთობის შემდგომ განვითარებას. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ეს ვიზიტი ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)