2017-03-01 10:13:13, 2271 ნახვა
სამართალი
სენაკში დაკარგულ ბავშვს მდინარე ტეხურაში ეძებენ
სენაკში დაკარგულ 8 წლის ბავშვს მდინარე ტეხურაში ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, ბავშვი ჯართის შეგროვების დროს მდინარეში ჩავარდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.
მათივე ინფორმაციით, მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის აუცილებელი და აშკარა გადაუდებელი დახმარების გაუწევლობას გულისხმობს.
შსს-ს ცნობით, სამძებრო სამუშაოები ამ დროისთვის ინტენსიურად მიმდინარეობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან