07:11 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 10:20:26, 1990 ნახვა

სამართალი
გიორგი მღებრიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამუშაო ვიზიტით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის დელეგაცია ეწვია.

შსს- ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსს, გენერალ-პოლკოვნიკ ელჩინ გულიევს და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის კონტროლის გაძლიერებასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს, რაც ორი ქვეყნის საზღვრის ეფექტურად დაცვას და რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.

გიორგი მღებრიშვილმა და ელჩინ გულიევმა ასევე განიხილეს სასაზღვრო კომისრების (სასაზღვრო წარმომადგენელების) ინსტიტუტის შექმნის შესახებ მემორანდუმის საკითხები, რომელსაც უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი.

მემორანდუმი მეზობელ ქვეყნებთან სასაზღვრო ინციდენტების აღმოფხვრა-დარეგულირების საკითხის მოწესრიგებას ითვალისწინებს.

შს მინისტრი დელეგაციის წევრებს საქართველოს შსს-ში განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე, მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე ესაუბრა.

როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა,  წელს დაგეგმილია  მასშტაბური პროექტის განხორციელება, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, სასაზღვრო გამტარი პუნქტების დასავლური სტანდარტების შესაბამისად, უახლესი ტექნიკით აღჭურვას და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს.

ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის დელეგაციის წევრები  შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსს, დათო ნიკოლეიშვილს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, გოგა რაზმაძეს შეხვდნენ.

სტუმრებმა აზერბაიჯანული მუზეუმიც მოინახულეს და ჰეიდარ ალიევის ძეგლი  გვირგვინით შეამკეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics