07:09 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-27 16:52:03, 2416 ნახვა

სამართალი
უზენაეს სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა 2 მარტს გაიმართება

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, უზენაეს სასამართლოში ტელეკომპანიის საქმის განხილვა 2 მარტს ჩაინიშნა, -ამის შესახებ ნიკა გვარამიას საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.

გვარამიას ინფორმაციით, სასამართლოს სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე, „რუსთავი 2“-ის მხარეთა დაუსწრებლად ჩაინიშნა.

 „ჩვენ პროტესტის გამოთქმის გარდა ვერაფერს ვიზამთ, ამ საკითხს ჩვენ ვერ ვწყვეტთ. მხარეთა დასწრების გარეშე განხილვა ძალიან საეჭვო და ცუდი ფაქტია“,- განაცხადა გვარამიამ.

გენერალური დირექტორის ცნობით, „რუსთავი 2“-ის საქმეს მოსამართლეები: გვენეტაძე, თოდუა, როინიშვილი, გასიტაშვილი, ქათამაძე, ვაჩაძე, ალავიძე, ძლიერეიშვილი, შავლიაშვილი განიხილავენ





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics