|
2017-02-27 14:25:34, 1455 ნახვა
პოლიტიკა
ავრამოპულოსი: ევროკავშირი მოუთმენლად ელოდება საქართველოს მოქალაქეებს, როგორც ტურისტებს და მეგობრებს
„საქართველოს მოქალაქეებს შეგიძლიათ ამ უდიდესი მიღწევით იამაყოთ“,-ამის შესახებ ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, უვიზო მიმოსვლა ქართული საზოგადოების და საქართველოს ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. „საქართველოს მოქალაქეებს შეგიძლიათ ამ უდიდესი მიღწევით იამაყოთ. ეს გახლავთ ერთობლივი ძალისხმევა ქართული საზოგადოების და საქართველოს ხელისუფლების, რომლის მცდელობა დაიწყო 2012 წელს. უზარმაზარი წარმატება რომ განხორციელებულიყო წარმატებით მთელი რიგი პროცედურები, რომ დაცული ყოფილიყო ნებისმიერი დემოკრატიული და სამოქალაქო უფლებები. ეს გახლავთ იმის შედეგი, რომ თქვენ ძალიან ბევრი იშრომეთ და მოკლე ვადდებში მიაღწიეთ ხელშესახებ პროგრესს ყველა უმაღლესი სტანდარტით გათვალისწინებულ, რომელსაც ითვალისწინებდა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა სხვადასხვა სფეროებში. 2015 წლის დეკემბერში უკვე დასრულდა ბოლო განხორციელების ანგარიში და გადაწყვეტილ იქნა, რომ საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა დაკისრებული ვალდებულებები მძიმე შრომის შედეგად. მძიმე შრომა იქნა გაწეული საქართველოს მთავრობის მიერ მთელი ამ პროცესების განმავლობაში და მე მსურს უდიდესი მადლიერება გამოვხატო თქვენი ვალდებულებისთვის, თქვენი თავდადებისთვის და თქვენი ძალისხმევისთვის“,-განაცხადა ავრამოპულოსმა. ევროკომისარი დარწმუნებულია, რომ საქართველოს პროგრესის დონეს შეინარჩუნებს და კვლავ წარმატებებს მიაღწევს. „მე აბსოლუტურად დარწმუნებული გახლავარ, რომ საქართველო შეინარჩუნებს პროგრესის დონეს და ის კვლავ წარმატებებს მიაღწევს და გააგრძელებს კვლავ იგივე ვალდებულებებით და იგივე პასუხისმგებლობებით, რომ შესრულდეს დაკისრებული მოვალეობა. უვიზო მიმოსვლა განსაკუთრებით მნიშნელოვანია ვინაიდან მთელი რიგი რეფორმები იქნება სარგებლის მომტანი თქვენი ქვეყნისთვის. საქართველო გახლავთ შესანიშნავი მაგალითი პროგრესისა და რეფორმების. ეს გახლავთ წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ძვირფასო მეგობრებო ევროკავშირი მოუთმენლად ელოდება, რომ მიესალმოს საქართველოს მოქალაქეებს მალე უკვე როგორც ტურისტებს, როგორც მეგობრებს, როგორც ოჯახებს, რომ გაზიარებული იქნას კულტურული თუ სპორტული ღონისძიებები, რომ დაესწროს ბიზნეს შეხვედრებს, ასევე ჟურნალისტური თუ მედია მიზნებისთვის, თქვენს ვიზიტს, მოკლე ვადიანი სწავლისთვის, ტურიზმის კუთხით და სწავლების კუთხით. ძვირფასო პრემიერ-მინისტრო დღეს გახლავთ ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს გამოცდილების გაზიარებას. ჩვენ ვამკვიდრებთ ბიზნეს, სოციალურ და კულტურულ კავშირებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და საქართველოს შორის. საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ, თუმცაღა დადგა ისტორიული მომენტი, დღეს უკვე ვზეიმობთ ამ უზარმაზარ მიღწევას“,-განაცხადა ავრამოპულოსმა.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)