|
2017-02-27 14:10:38, 1404 ნახვა
პოლიტიკა
ავრამოპულოსი ვიზალიბერალიზაციაზე: დადგა დრო, ერთობლივად ვიზეიმოთ ისტორიული, წინ გადადგმული ნაბიჯი
„დღეს უკვე რამდენიმე წუთის წინ, ევროკავშირის საბჭომ ფაქტიურად გადაწყვიტა გაეუქმებინა სავიზო რეჟიმი საქართველოსთვის და უვიზო მიმოსვლა დაენერგა“, - ამის შესახებ ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა პრემიერ-მინისტრთან ერთად ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, ევროკავშირი და საქართველო დღეს კიდევ უფრო მეტად დაახლოვდნენ. „ჩემთვის დიდი პატივია და დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, რომ ვიმყოფები თქვენს გვერდით დღეს, რომ ერთობლივად აღვნიშნოთ და ვიზეიმოთ ეს ისტორიული მომენტი საქართველოს ისტორიაში. როდესაც ევროკავშირი და საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა ერთმანეთს. იმ კომისიის შემოთავაზების, რეგულაციების განხილვის შემდეგ და ევროპარლამენტის კენჭისყრის შემდეგ, დღეს უკვე რამდენიმე წუთის წინ ფაქტიურად ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, რომ გაეუქმებინა სავიზო რეჟიმი საქართველოსთვის და დაენერგა უვიზო მიმოსვლა. საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებული გახლავთ, საბოლოო თანხმობა უკვე გამოხატული გახლავთ და უკვე დადგა მომენტი, რომ ერთად ვიზეიმოთ და მივულოცოთ საქართველოს მოსახლეობას და ქართველ ერს წინ გადადგმული ნაბიჯი“,-განაცხადა ავრამოპულოსმა. მისივე თქმით, დარჩენილი ფორმალური პროცედურები და ადმინისტრაციული ნაბიჯები ძალიან მალე დასრულდება. „მე მომეხსენება ბატონო პრემიერ-მინისტრო, რომ თქვენ ყველანი დიდი ხანია ელოდებოდით ამ ამაღელვებელ მომენტს და ძალიან მალე ჩვენ ფორმალურად დავასრულებთ დარჩენილ პროცედურებს და ადმინისტრაციულ ნაბიჯებს. იმედი მაქვს, რომ მალე მოკლე დროში, თვის ბოლოს საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს შეძლებენ უვიზო მიმოსვლას შენგენის ქვეყნებში, როგორც მოგეხსენებათ სულ რაღაც რამდენიმე დღეში გადასაჭრელი საკითხია ეს. უკვე აღარ იქნება საჭირო ვიზიტები კოსულებთან მოკლევადიანი ვიზიტის შემთხვევაში“,-აღნიშნა ავრამოპულოსმა.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)