05:42 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-26 18:29:15, 2207 ნახვა

სამართალი
შსს-მ 5 პირი დააკავა, რომლებმაც ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქე გაიტაცეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი: 1960 წელს დაბადებული ზ.კ., 1957 წელს დაბადებული ქ.ო., 1967 წელს დაბადებული გ.ვ., 1970 წელს დაბადებული ნ. გ. და 1968 წელს დაბადებული ო.მ., მძევლად ხელში ჩაგდებისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ფულის გამოძალვის მიზნით, 1974 წელს დაბადებული რ.ა. ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური ძალის გამოყენებით მისსავე კუთვნილ ავტომანქანაში ჩასვეს და თბილისის ზღვის მიმართულებით გაიტაცეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულები ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას „ნაგანის“ ტიპის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო ვაზნები, ერთჯერადი ხელბორკილები, ნიღბები, ცივი იარაღი, თავზე ჩამოსაცმელი ტომარა, ღვედები, წებოვანი ლენტი და დაზარალებულისთვის წართმეული 5600 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება მძევლად ხელში ჩაგდებისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ვ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით)",-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics