02:49 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-25 12:28:38, 1528 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: ეს ქვეყანა ყოველთვის იქნება დამოუკიდებელი და მიაგებს პატივს სამშობლოსათვის თავგანწირულ გმირებს

ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ტაბახმელაში 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

იუნკერების მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან, ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან დავით რაქვიაშვილთან და მრჩევლებთან ერთად იმყოფებოდა.

„დღეს ჩვენ ვდგევართ იქ, სადაც იდგნენ ჩვენი წინაპრები და იცავდნენ სამშობლოს საბჭოთა ოკუპაციისაგან. აქ იდგებიან ჩვენი შთამომავლები, იმიტომ რომ ეს ქვეყანა, ეს მიწა-წყალი ყოველთვის იქნება დამოუკიდებელი და ყოველთვის პატივს მიაგებს იმ გმირებს, ვინც დაიცვა ჩვენი სამშობლო.  რეალურად აქ მიმდინარეობდა ის ბრძოლები, რომელიც თბილისის აღებამდე ბოლო ბარიერი იყო და ჩვენ ვაპირებთ აი აქ, იმ შემაღლებებზე, სადაც სანგრები იყო და სადაც ჩვენი სახელოვანი მამულიშვილები იცავდნენ დედაქალაქს, აღვადგინოთ ამ სანგრების ნაწილი, რათა ახალგაზრდებმა, ტურისტებმა და ჩვენ ყველამ ვნახოთ კონკრეტულად, სადაც იბრძოდნენ და სამშობლოსთვის თავს სწირავდნენ ჩვენი ქვეყნის დამცველები”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელდება 1921 წლის თებერვალში გამართული ყველაზე მძიმე ბრძოლის ადგილის არქეოლოგიური შესწავლა და არსებული საფორტიფიკაციო ნაგებობის პირვანდელი სახით აღდგენა.

„აღდგენილი სანგარი გახდება ახალი ტურისტული მარშრუტი და ხელს შეუწყობს მომავალი თაობების დაინტერესებას საქართველოს სამხედრო ისტორიით“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics