2017-02-24 12:20:40, 1562 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან ე.წ. მოსმენების კანონი გააპროტესტეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან ე.წ. მოსმენების კანონი გააპროტესტებს.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული ცვლილებების თანახმად, სუს-ს კვლავ რჩება საშუალება, მოუსმინოს ყველას შეზღუდვების გარეშე.
აქციის მონაწილეებთან პარტიის დეპუტატები იმყოფებოდნენ.
ცნობისთვის, ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტს დღეს პლენარულ სესიაზე მეორე მოსმენით განიხილავენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან