|
2017-02-23 17:24:19, 1676 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: გამოვხატეთ მზადყოფნა, წავახალისოთ კერძო სექტორის წარმომადგენლები ორივე ქვეყნიდან
საქართველო–სომხეთის ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული მდგომარეობა, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, კულტურის სფეროებში–ეს ის თემებია, რომლებიც, საქართველოს პრემიერ–მინისტრის თქმით, სომეხ კოლეგასთან შეხვედრისას განიხილეს. გიორგი კვირიკაშვილმა და კარენ კარაპეტიანმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და შეხვედრის დეტალებზე ისაუბრეს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ პრემიერ–მინისტრების ძალისხმევით, საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. „გამოვხატეთ მზადყოფნა, გავაგრძელოთ რეგულარული შეხვედრები მაღალ დონეზე და ასევე ხელი შევუწყოთ ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას. საქართველოსათვის სომხეთი წარმოადგენს სახელმწიფოს, რომელთანაც გვაკავშირებს კეთილმეზობლობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები და მყარი ხალხთაშორისი კავშირები. 2017 წელი გამორჩეულია ორ ქვეყანას შორის თანამედროვე ურთიერთობების ისტორიაში - წელს აღინიშნება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავი. მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენ შევძელით გაგვემყარებინა ჩვენს ხალხებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და გვეშენებინა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა. მიმდინარე წლის 2 აპრილს, სომხეთში დაგეგმილია საპარლამენტო არჩევნები. დარწმუნებუნი ვართ, რომ არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდება, საერთაშორისო სტანდარტებთან და დემოკრატიულ ფასეულობებთან სრულ შესაბამისობაში და იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული ქვეყნის განვითარებისკენ. შეხვედრაზე განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. მიმოვიხილეთ, როგორც სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული მდგომარეობა, ასევე თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები,"–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და რეგიონული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. „ბატონ პრემიერ–მინისტრს ჰქონდა საინტერესო შემოთავაზებები ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში ერთიანი ბაზრის პოტენციალის ათვისებისა და კოოპერაციის შესახებ. ჩვენი მხრიდან გამოვხატეთ სრული მზადყოფნა ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშაოთ და წავახალისოთ კერძო სექტორის წარმომადგენელი ორივე ქვეყნიდან, რათა მათ სრულად გამოიყენონ რეგიონალური კოოპერაციის პოტენციალი,"–აღნიშნა პრემიერმა.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)