2017-02-23 09:36:38, 1793 ნახვა
პოლიტიკა
დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა
საქართველოს დღეს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი ეწვევა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის პრემიერის პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი დახვდება.
მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომეხ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრას გამართავს.
საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან