|
2017-02-21 14:17:33, 1954 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ უკანონოდ მსჯავრდებული პირების განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო
პროკურატურამ უკანონოდ მსჯავრდებული პირების განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. "აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ თითოეულ ამ საქმეში მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ორივე მსჯავრდებული პირის მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი გასამართლებულნი არიან",-აცხადებენ პროკურატურაში. მათივე ინფორმაციით, 2012 წლის 1 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების სარდლობის საავიაციო ბრიგადის ტაქტიკური სადაზვერვო ესკადრილიის მეთაური მამუკა ზოიძე დამნაშავედ სცნო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა, ტარების ფაქტზე. "2011 წლის 6 ოქტომბერს, მაიორი მამუკა ზოიძე გამოიძახეს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში და არარსებული ჯაშუშობის აღიარება მოსთხოვეს. მამუკა ზოიძემ აღნიშნული ბრალდება კატეგორიულად უარყო, რის შემდეგაც მას გახადეს სამხედრო ფორმა, ჩააცვეს სპორტული ტანსაცმელი, თავზე ჩამოაცვეს ტომარა და ფარულად გადაიყვანეს ვაზიანის ჰაუპტვახტში. ოფიციალურად კი მისი დაკავების ვერსიად გაფორმდა თითქოსდა პირადი ჩხრეკისას მას ამოუღეს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი. პროკურატურის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მამუკა ზოიძეს, ცეცხლსასროლი იარაღი იმჟამინდელი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნების დავალებით ჩაუდეს და სამხედრო მოსამსახურისთვის ღირსების შეურაცხყოფით უკანონოდ დააკავეს. მ.ზოიძე დაჯილდოებული იყო პირველი და მეორე ხარისხის მედლებით ,,უმწიკვლო სამსახურისთვის“ და გამოჩენილი მამაცობისთვის ,,გენერალ კვინიტაძის“ მედლით. ასევე მონაწილეობდა 2007 წელს ერაყის სამშვიდობო მისიაში და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ პატიმრობის შეფარდებიდან 5 თვის შემდეგ მ.ზოიძე გათავისუფლებული იქნა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე და გათავისუფლებიდან 1 თვეში აღდგენილი იქნა თანამდებობაზე. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება ასევე მიღებულ იქნა ჯაშუშობის ბრალდებით მსჯავრდებულის პოლიტპატიმარ ბაკურ კიღურაძის მიმართ, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის 7 მარტის განაჩენით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიება ბაკურ კიღურაძეს ედავებოდა, რომ თითქოს ის 2002 წელს, რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურის დავალებით, სხვა მეცნიერ მუშაკებთან ერთად, გლობალიზაციის პირობებსა და ეპოქაში საქართველოს ნეიტრალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შესახებ სამეცნიერო ნაშრომს ქმნიდა და საკუთარ საცხოვრებელ სახლში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას ინახავდა. პროცესის, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვისა და მათი დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით დაიწყო შეუქცევადი ხასიათი აქვს. დღეის მდგომარეობით, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს 22 პირის საქმეზე მიმართა.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)