|
2015-01-13 22:39:01, 2834 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: პროვინციული დიქტატურა საქართველოში ვერ გაიხარებს
მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი დაბრუნება ქართველი ხალხის სურვილით მოხდება. ასე უპასუხა ექსპრეზიდენტმა "კურიერის" კითხვას, თუ როდის შეიძლება დაბრუნდეს ის საქართველოში. "ამას გააკეთებს ქართველი ხალხი, მე დარწმუნებული ვარ შეიცვლება გეოპოლიტიკური სიტუაცია. რუსეთი ძალიან სუსტდება, ჩვენი მეგობრები ძლიერდებიან. ძალიან სწრაფად ვითარდება გეოპოლიტიკა, ძალიან სწრაფად იცვლება ვითარება, ივანიშვილისთვის ძალიან ცუდი კომბინაცია დაჯდა მოვლენების და პროვინციული დიქტატურა საქართველოში ვერ გაიხარებს." - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. ექსპრეზიდენტმა ასევე ისაუბრა უკრაინის მთავრობაში დანიშნულ ყოფილი ხელისუფლების წევრებზეც და თქვა, რომ უკრაინის მთავრობაში კიდევ დაინიშნებიან ყოფილი მაღალჩინოსნები, თუმცა არ დაუკონრეტებია საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წევრებისგან ვინ შეიძლება ვიხილოთ უკრაინის ხელისუფლებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)