|
2016-10-07 12:17:03, 1312 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ციხელაშვილი: დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ რეაგირებას დაიმსახურებს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელწმიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს გამოეხმაურა. როგროც მან თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია მომხდარის დროული გამოძიება. მისივე თქმით, დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობას, სახელმწიფოს მხრიდან კანონის ფარგლებში, მკაცრი რეაგირება მოყვება: „დროული გამოძიება ძალიან მნიშვნელოვანია და ზოგადად ჩართული არის ყველა შესაბამისი უწყება იმაში, რომ მოხდეს სრული გამოძიება და გაკეთდა ძალიან პრინციპული, მკვეთრი განცხადებები, რომ ასეთი ფაქტები არის სრულიად მიუღებელი, დაუშვებელი და არ არის მხოლოდ რაიმე კონკრეტული ფაქტი, არამედ ნებისმიერი ასეთი მცდელობა, დესტაბილიზაციის, განსაკუთრებით მკაცრ რეაგირებას დაიმსახურებს სახელმწიფოს მხრიდან კანონის ფარგლებში”,-აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)