|
2016-10-06 12:42:19, 1145 ნახვა
რეგიონი
პროექტი „მრავალფეროვნების სკოლა“ ზუგდიდში ჩატარდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამების ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდში „მრავალფეროვნების სკოლა“ გაიმართა. პროექტის მიზანი 14-18 წლის ახალგაზრდებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება იყო. პროექტში ადგილობრივი საჯარო სკოლების 25 მოსწავლე ჩაერთო. „მრავალფეროვნების სკოლაში“ ჩატარდა ტრენინგები არაფორმალური განათლების მიმართულებით; გაიმართა გუნდური თამაშები და ფილმების ჩვენება. პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა მოისმინეს ტრენინგი შემდეგ თემებზე: ტოლერანტობის არსი და მნიშვნელობა; სტერეოტიპები მრავალფეროვნების კონტექსტში; გენდერი და კულტურული მრავალფეროვნება. „მრავალფეროვნების სკოლა“ ზუგდიდის იუსტიციის სახლში გაიმართა. პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ახალგაზრდული პროგრამები 16 ქალაქში ხორციელდება, რომელთა მიზანია 14-18 წლის ახალგაზრდებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)