|
2016-09-29 18:20:47, 1375 ნახვა
კომენტარი
პაატა საბელაშვილი: მარიხუანას მოხმარებაზე საკონსტიტუციო სასამართლომ ძალიან მართებული გადაწყვეტილება მიიღო
მოძრაობა "თეთრი ხმაურის" აქტივისტის პაატა საბელაშვილის შეფასებით, მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, როგორც სასამართლომ დაადგინა, მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის, პირს პატიმრობა აღარ შეეფარდება: "ეს არის ძალიან მართებული გადაწყვეტილება. ჩვენ რამდენიმე საქმე შეტანილი გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში და დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მალე შეეძლება მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება იმისათვის, რომ მოხდეს ამ საქმეებზე განაჩენების გაოტანა. განაჩენებს ელოდება ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, რომლებიც სხედან ციხეში და სასჯელს იხდიან მოხმარების გამო. ამიტომ, იმედს გამოვთქვამთ, რომ სასამართლო გააგრძელებს იმ კურსს, რომელიც მან დაიწყო 2015 წლის 24 ოქტომბერს ბექა წიქარიშვილის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით, ასევე ვიტოვებთ იმედს, ყველა ის დანარჩენი საქმე სხვა ნივთიერებების ოდენობებთან დაკავშირებით და კიდევ ბევრი სხვა მუხლით არის ჩვენგან სარჩელები, მალე დაკმაყოფილდება",- განუცხადა პაატა საბელაშვილმა "ექსპრესნიუსს".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)