|
2016-09-29 10:24:46, 913 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ბათუმის სამშობიარო სახლის ექიმებს შეხვდა
აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს ბათუმის სამშობიარო სახლის ექიმებს შეხვდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა და ერთგვარი გაგრძელება იყო იმ თემატურ ჯგუფებთან გაცნობის, რომელსაც ზურაბ პატარაძე მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ ახორციელებს. ზურაბ პატარაძე ექიმებს ახალი ინიციატივების და პროქტების შესახებ ესაუბრა, რომელთა განხორციელებაზე მუშაობა უკვე მიდის და სულ მალე რეგიონის ეკონომიკურ და სოციალურ გარემოს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. ასეთ პროექტებში ზურაბ პატარაძემ დაასახელა მახინჯაურში მოზიდული ახალი ინვესტიცია, რომელიც სანატორიუმის მშენებლობას ითვალისწინებს და ხელს შეუწყობს სამედიცინო ტურიზმის განვითარებას. შეხვედრას ესწრებოდა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან გორგილაძე. რეგიონის პირველმა პირმა ისაუბრა ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაწყებულ პროექტზე, კერძოდ სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკური ცენტრების შექმნაზე, რომელთა საშუალებით გლეხსა და მომხმარებელს შორის შუამავლის როლს სახელმწიფო აიღებს, რითაც ხელს შეუწყობს სოფლის პროდუქტების ევროპული სტანდარტებით გასაღებას. ზურაბ პატარაძემ ექიმებს ჯანდაცვის მიმართულებით გაზრდილი ბიუჯეტის და პროგრამების შესახებაც ესაუბრა. სამშობიარო სახლის ექიმებმა მთავრობის თავმჯდომარეს თავიანთი პრობლემებიც გააცნეს და ერთად განიხილეს ამ პრობლემების მოგვარების გზები. შეხვედრამ თბილ გარემოში ჩაიარა. მთავრობის თავმჯდომარე მსგავსი თემატური შეხვედრების გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)