|
2016-09-28 16:22:21, 933 ნახვა
რეგიონი
ჩაქვის სახანძრო-სამაშველო სამსახურს ახალი შენობა გადაეცა
ჩაქვის სახანძრო-სამაშველო სამსახურს ახალი შენობა გადაეცა. სახანძრო სამაშველო სამსახურის ახალი შენობის გახსნას საქართველოს შსს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, აჭარის შსს დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი და საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, დავით მამულაშვილი დაესწრნენ. სახანძრო სამაშველო საამსახურის 2 სართულიანი შენობა თანამედროვე სტანდარტებითაა აღჭურვილი. სახანძრო დეპო 2 მანქანაზეა გათვლილი და 17 მეხანძრე მაშველი მუშაობს. დღესვე სამაშველო სამსახურს ახალი აღჭურვილობა: წყლის საქაჩი ტუმბოები, გენერატორები, საჭრელი აპარატები და სხვა სახის ახალი ტექნიკა გადაეცა. აჭარაში 9 სახანძრო, 5 სამაშველო განყოფილება და 1 წყალზე სამაშველი განყოფილება ფუნქციონირებს. რეგიონის მასშტაბით მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის 23 სახანზრო მანქანა მუშაობს და 410 მეხანძრე მაშველი ზრუნავს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)