21:15 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 18:17:40, 1025 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მინაშვილი: არ ვაპირებთ ივანიშვილის სუს-ის პროექტში ჩავერთოთ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, სუს-ისგან განსხვავებით,  ქვეყანაზე ზრუნავენ და დაკითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისვლას არ აპირებენ.

როგორც მინაშვილმა აღნიშნა, ისინი მზად არიან, გამომძიებლების კითხვას საკუთარ ოფისში გასცენ პასუხი.

"ჩვენ გვაქვს საქმე, ჩვენ ვზრუნავთ ქვეყანაზე სუს-ისგან განსხვავებით. არ ვაპირებ უწყებაში მისვლას, არ ვაპირებ სუს-ის თამაშში მონაწილეობას. ჩვენ გვაქვს საქმე, საარჩევნო კამპანია, ვზრუნავთ რომ ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალოს და არ ვაპირებთ ივანიშვილი - სუს-ის პროექტში ჩავერთოთ. აქ ორი გამომძიებელია და მზად ვარ აქვე ვუპასუხო, მაგრამ არ მივალ უსაფრთხოების სამსახურში”,- განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ Youtube-ში მორიგი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.

ჩანაწერში სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სატელეფონო საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ.

ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებიც გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ფიგურირებენ დაკითხვაზე დაიბარა. სუს-ის თანამშრომლებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დაკითხვის უწყებები მიუტანეს, თუმცა მათ უწყებები არ ჩაიბარეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics