|
2016-09-27 15:01:39, 1284 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტის პრესსპიკერი: საზოგადოებაში დესტაბილიზაციის ფონი არ შეიმჩნევა
პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ საქართველოში საზოგადოებრივ-პოლიტიკური განწყობის შესაქმნელად ამა თუ იმ ჯგუფებს ფარული ჩანაწერების გამოყენება სჭირდებათ. მიშველაძის თქმით, პრეზიდენტი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება აწარმოონ და საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. ამასთან, პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, საზოგადოებაში რეალურად დესტაბილიზაციის ფონი არ შეიმჩნევა. „საარჩევნო პროცესი საკმაოდ მშვიდ პროცესში მიმდინარეობს. ყველაფერი დანარჩენი სპეკულაციებია, რომლესაც პასუხი უნდა გაეცეს პირველ რიგში სამართალდამცავი უწყებების მხრიდან. ასევე უნდა გაეცეს იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც საკუთარ თავს უწოდებენ პოლიტიკოსებს და რათა პოლიტიკურ გარემოცვაში შესაძლოა, ნაცვლად არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც გარკვეული დესტრუქციული მიზნები და წარმოდგენები აქვთ“,-აღნიშნა მიშველაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)