|
2016-09-27 14:41:57, 1260 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტის პრესსპიკერი: არ შეიძლება საარჩევნო კამპანიის მთავარი ღერძი დესტაბილიზაციის საფრთხეზე საუბარი იყოს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ მიმდინარე წლის არჩვენები სამართლიან, მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში უნდა ჩატარდეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განუცხადა. როგორც მიშველაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის აზრით, ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებში შესაძლოა იყვნენ აგრესიისკენ მიდრეკილი ადამიანები, რომლებსაც საარჩევნო პროცესი უფრო დესტრუქციული ფორმით წარმოუდგენიათ. „თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირველ რიგში სახელმწიფოს მხრიდან, რომ ყოველგვარ აგრესიასა და ძალადობას გაეცეს პასუხი და საარჩევნო პროცესი მშვიდ და სამართლებრივ ჩარჩოში წარიმართოს. არჩევნებამდე დარჩენილ ამ მოკლე დროში არ შეიძლება საარჩევნო კამპანიის მთავარი ღერძი იყოს გაუთავებელი საუბარი დესტაბილიზაციის საფრთხეზე, არ შეიძლება პოლიტიკოსები დებატებზე მხოლოდ ურთიერთბრალდებების ენით საუბრობდნენ. ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაუსვან სამართალდამცავმა უწყებებმა“,-განაცხადა მიშველაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)