|
2016-09-21 17:45:13, 864 ნახვა
რეგიონი
არგენტინის დელეგაციამ ნუკრიანის საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულა
არგენტინის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა ნუკრიანის საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულეს. სტუმრები საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფციას გაეცნენ. არგენტინის იუსტიციისა და ადამიანის უფლებების დაცვის სამინისტროს წარმომადგენელს სანდრა ელენასა და მის თანაშემწეს, მარტინ ბორელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრების პროექტის მენეჯერმა მარიამ ძაგნიძემ უმასპინძლა. დელეგაციის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია იმ მრავალფეროვანი სერვისების შესახებ, რომლებსაც ნუკრიანის საზოგადოებრივი ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით მოსახლეობას საშუალება აქვს, სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის სერვისით. საზოგადოებრივი ცენტრის მომხმარებლებს შეუძლიათ, ისარგებლონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს და შპს მექანიზატორის სერვისებით, ცენტრში ასევე წარმოდგენილი არიან კერძო კომპანიები: „მაგთიკომი“ და „ლიბერთი ბანკი“. ამჟამად საქართველოს მასშტაბით 36 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ახალი ცენტრის გახსნა იგეგმება. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. არგენტინის დელეგაცია საქართველო 18 სექტემბერს ეწვია. უცხოელ სტუმრებს შეხვედრები ჰქონდათ: იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრის და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან. არგენტინის იუსტიციისა და ადამიანის უფლებების დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი სანდრა ელენა და მისი თანაშემწე მარტინ ბორელი საქართველოს 23 სექტემბერს დატოვებენ.
(NS)
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)