|
2016-09-20 18:28:44, 2157 ნახვა
რეგიონი
ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ექიმები ისრაელში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსს გადიან
ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ექიმები ისრაელის კლინიკა „wolfson“-ში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსს გადიან. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კლინიკის წამყვანი მედიკოსები: ანესტეზიოლოგ/რეანიმატოლოგი - ზეინაბ ფაღავა, ზოგადი ქირურგი - ემზარ დიასამიძე, ტრავმატოლოგი - ლევან გვასალია, უროლოგი - როსტომ ხალვაში, ენდოსკოპისტი - არჩილ ძნელაძე და ნევროლოგი - ლაშა ხელაძე ისრაელში 15 სექტემბერს გაემგზავრნენ და ორი კვირას დარჩებიან. მედიკოსები ჩართული არიან კლინიკის პრაქტიკულ საქმიანობაში, მონაწილეობას ღებულობენ სამედიცინო და ეცნობიან თეორიულ მასალას. მედიკოსთა გადამზადების ინიციატივა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს და მის მეუღლეს სოფიო ბაკურიძეს ეკუთვნის. ექიმთა გადამზადების ხარჯებს სრულად ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი - მეცენატი დავით ბელნანი ფარავს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)