|
2015-01-09 20:37:53, 4290 ნახვა
მსოფლიო
ჟურნალ "Charlie Hebdo"-ს რედაქციაზე თავდამსხმელი ძმები შერიფ და საიდ კუაშები მოკლეს. ფრანგული მედიის ინფორმაციით, მძევალი ქალი კი გათავისუფლებულია და უსაფრთხო ადგილას იმყოფება. კოაშების დაკავების სპეცოპერაცია პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დამარტენ-ან-გოელში რამდენიმე საათია მიმდინარეობდა. სამართალდამცავებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილების მიერ დაკავებულ სტამბის შენობას ალყა შემოარტყეს. შენობასთან სროლის ხმა ისმოდა. პოლიციას ახლომდებარე უბნებთან მისასვლელი გზები გადაკეტილი ჰქონდა. საბოლოოდ, შენობის შტურმი განხორციელდა, რასაც შედეგად ძმები კოაშების ლიკვიდაცია მოჰყვა. შეგახსენებთ, 7 იანვარს, სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)