20:20 - 22 Jul, 2026
|
2016-08-19 17:33:59, 2083 ნახვა
მსოფლიო
ISIS-ის წევრები მანბიჯიდან გაქცევის დროს მოსახლეობას „ცოცხალ ფარად“ იყენებდნენ
დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები, სირიის ქალაქ მანბიჯიდან გაქცევის დროს მშვიდობიან მოსახლეობას „ცოცხალ ფარად“ იყენებდნენ, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, სირიის დემოკრატიულმა ძალებმა ფოტოსურათები გაავრცელეს, სადაც ჩანს, რომ ისლამისტების ავტომობილებში უამრავი სამოქალაქო პირი იმყოფება. მედიის ცნობით, ასობით ავტომობილისგან შემდგარი ავტოკოლონა სავარაუდოდ, თურქეთის საზღვრისკენ მიემართებოდა. სირიის დემოკრატიულმა ძალებმა ქალაქი მანბიჯი, რომელიც თურქეთის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს, „ისლამური სახელმწიფოსგან“ მიმდინარე თვეს გაათავისუფლეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)