|
2016-08-19 12:02:34, 1829 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვის ოლქში პოლიციაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა
მოსკოვის ოლქში საგზაო-საპატრულო სამსახურზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას დამკვირვებელთა ჯგუფი SITE Inteligence Team ავრცელებს. როგორც დაჯგუფებასთან დაკავშირებული სააგენტო Amaq-ი წერს, ტერორისტული დაჯგუფება იტყობინება, რომ პოლიციაზე თავდამსხმელები ჩეჩნეთის მკვიდრნი და “ისლამური სახელმწიფოს” “მეომრები” იყვნენ. ისინი სამართალდამცველებს ცულით დაესხნენ თავს და მათი იარაღის წართმევა სცადეს. შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ოლქში საგზაო-საპატრულო სამსახურზე თავდასხმა 17 აგვისტოს განხორციელდა. თავდასხმაში 2 ადამიანი მონაწილეობდა. ერთ-ერთი მათგანი ცულით შეიარაღებული იყო, მან პოლიციელი დაჭრა. საპასუხოდ სამართალდამცველებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც ორი თავდასხმელი გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)