|
2016-08-18 22:02:27, 1837 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში 3 აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა
თურქეთში, ბოლო 24 საათის განმავლოაბში სამი აფეთქება მოხდა. აფეთქებებს ჯამში 12-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. პირველი აფეთქება ვანის პროვინციაში მოხდა მას სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა, 40 კი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტერორისტებმა დანაღმული ავტომობილი პოლიციის შენობასთან ააფეთქეს. მეორე აფეთქება თურქეთის ქალაქ ელაზიგში მოხდა. ტერორისტებმა დანაღმული ავტომობილი ამჯერადაც პოლიციის განყოფილებასთან ააფეთქეს. დაღუპულია სულ მცირე 3 ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა კი 120-ზე მეტია. მესამე აფეთქება კი, თურქეთის აღმოსავლეთ პროვინცია ბითლისში მოხდა.ადგილობრივი მედიის ცნობით, ბითლისშიც ავტომობილი აფეთქდა, რომელშიც სამხედროები იმყოფებოდნენ. 5 ჯარისკაცი დაიღუპა და 10-ზე მეტი კი დაშავდა. თურქეთის სამთავრობო მედიასაშუალება Anadolu-ს ცნობით, ტერაქტების უკანქურთების სახალხო პარტია უნდა იდგეს. თუმცა, მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)