20:20 - 22 Jul, 2026
|
2016-08-18 19:33:42, 2114 ნახვა
მსოფლიო
უკრაინამ, შესაძლოა, სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადოს
უკრაინაში სამხედრო მდგომარეობა და მობილიზაცია გამოცხადდება, თუ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება გამწვავდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ლვოვის ოლქში ვიზიტისას განაცხადა. “ესკალაციის გაგრძელების შემთხვევაში, იძულებულები ვიქნებით სამხედრო მდგომარეობა დავაწესოთ და მობილიზაცია გამოვაცხადოთ”, - განაცხადა პოროშენკომ ქალაქ ბროდიში დონბასში გარდაცვლილი მფრინავების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა რუსეთის პოზიცია და ვლადიმირ პუტინის განცხადება, რომელშიც მან ნორმანდიულ ფორმატში მოლაპარაკებებს “უაზრო” უწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)