|
2016-08-18 17:42:20, 1716 ნახვა
მსოფლიო
რიოს ოლიმპიადაზე ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე მე-5 ადგილზეა
22 წლის ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ რიოს ოლიმპიური თამაშებზე მე-5 ადგილი დაიკავა. ზაზა ნადირაძე ბოლო რამდენიმე წელია საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ვარჯიშობს. ოლიმპიური თამაშებისთვის ის მცხეთაში, მდინარე მტკვარზე და აზერბაიჯანში, მინგეჩაურის წყალსაცავზე ემზადებოდა. ოლიმპიადის წინ დასკვნითი შეკრება მან პორტუგალიაში გაიარა. ფოთელი ვიქტორ კრატასიუკის შემდეგ მცხეთელი ზაზა ნადირაძე ოლიმპიადის პირველი ქართველი მონაწილე, მედალოსანი და გამარჯვებულია. ვიქტორ კრატასიუკმა ოლიმპიადა 1972 წელს, მიუნხენში მოიგო - წყვილთა შორის (ნიკოლაი გორბაჩოვთან ერთად) ბაიდარით ათას მეტრზე გაიმარჯვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)