|
2016-08-17 22:06:23, 1915 ნახვა
მსოფლიო
თურქეთი ციხეში ადგილების გასათავისუფლებლად 38 000 პატიმარს გაათავისუფლებს
თურქეთი ციხეში ადგილების გასათავისუფლებლად, 38 000 პატიმრის გათავისუფლებას აპირებს. ამის შესახებ Independent-ი იუწყება. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას თურქეთი იმისთვის იღებს, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობისთვის დაკავებული პირებისთვის ციხეებში ადგილები გაათავისუფლოს. გადაწყვეტილება თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაგმა მიიღო. პატიმრებს გათავისუფლების შემდეგ პირობითი სასჯელი დარჩებათ. გადაწყვეტილება კი მხოლოდ იმ პატიმრებს შეეხებათ, რომლებსაც 2 ან ნაკლები წელი დარჩათ მოსახდელი. გადაწყვეტილება არ შეეხებათ იმ პატიმრებს, რომლებიც მძიმე დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს და მათ, ვინც დანაშაული 2016 წლის 1 ივლისის შემდეგ ჩაიდინეს. ცნობისთვის, 15 ივლისის თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას 290 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის - 104 აჯანყებული. მომხდარის შემდეგ თითქმის 50 000 ადამიანი დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)