20:20 - 22 Jul, 2026
|
2016-08-17 21:55:39, 1905 ნახვა
მსოფლიო
ავსტრიის საგარეო მინისტრი: ევროკავშირს თურქეთი არ სჭირდება
"ევროკავშირს თურქეთი არ სჭირდება" - ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან ქურცმა გერმანულ Focus-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ისინი არ უნდა აყვნენ თურქეთის შანტაჟს და ამ გზით უვიზო რეჟიმი არ უნდა მიიღონ. "ჩვენ არ გვჭირდება თურქეთი და არ უნდა ავყვეთ მათშანტაჟს მიგრანტების საკითხზე. მათ ამ გზით უვიზო რეჟიმი არ უნდა მიიღონ. ევროკავშირს არ სჭირდება გეგმა ბ, ჩვენ გვჭირდება კარგი გეგმა ა, ჩვენ გვჭირდება ძლიერი ევროკავშირი, რომელსაც შეუძლია საკუთარი საზღვრებისა და მოქალაქეების დაცვა", - აღნიშნა ქურცმა. მისივე განცხადებით, მიგრანტების კრიზისთან გამკლავების მაგალითი ევროკავშირმა ავსტრალიის მსგავსი ქვეყნებიდან უნდა აიღოს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)