|
2016-08-17 21:47:40, 1813 ნახვა
მსოფლიო
ბან კი მუნს სურს გაეროს მეცხრე გენერალური მდივანი ქალი გახდეს
გაეროს გენერალურ მდივანს, ბან კი მუნს სურს გაეროს მეცხრე გენერალური მდივანი ქალი გახდეს. ცნობისთვის, გაერო-ს გენერალური მდივანი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან, როტაციის პრინციპით შეირჩევა. გაერო-ს გენერალური მდივნის პოსტი უკვე ეკავათ აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებს. ახლანდელი კანდიდატები ლათინური ამერიკიდან, დასავლეთ ევროპიდან, ავსტრალიიდან და ასევე აღმოსავლეთ ევროპიდან იქნებიან. ბან კი მუნს გენერალური მდივნობის ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბერს ეწურება. ახალი მდივნის ვინაობა კი ამ შემოდგომაზე გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, გენერალური მდივნის პოსტზე სულ 11 კანდიდატია წარდგენილი, მათ შორის - 5 ქალი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)