20:20 - 22 Jul, 2026
|
2016-08-10 13:25:29, 2573 ნახვა
მსოფლიო
ბაღდადში სამშობიაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ახალშობილი გარდაიცვალა
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, ერთ-ერთ სამშობიაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 11 ახალშობილი გარდაიცვალა, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, ინციდენტის შედეგად 19-მა ქალმა მაღალი ხარისხის დამწვრობა მიიღო. ამასთან, კვამლით მოწამლულებიც არიან. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მაშველებმა სამშობიაროდან 29 ქალისა და 7 ახალშობილის ევაკუაცია განახორციელეს. ერაყის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა. მედიის ცნობით, სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)