|
2016-08-09 11:40:50, 1738 ნახვა
მსოფლიო
ექსპერტები: ტრამპი გამარჯვების შემთხვევაში შესაძლოა, აშშ-ის ისტორიაში ყველაზე უგუნური პრეზიდენტი გახდეს
აშშ-ის “რესპუბლიკური პარტიის“ 50 გავლენიანი ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოვიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ექსპერტების განცხადებაშია ნათქვამი, ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ის შესაძლოა, „აშშ-ის ისტორიაში ყველაზე უგუნური პრეზიდენტი გახდეს“. „დარწმუნებული ვართ, რომ ის შესაძლოა საშიში პრეზიდენტი იყოს, რომელიც ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასა და ეროვნულ უსაფრთხოებას რისკის ქვეშ დააყენებს“, - ნათქვამია განცხადებაში. “რესპუბლიკელი” ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დონალდ ტრამპს აკლია „ფასეულობები და გამოცდილება“, იმისათვის, რომ პრეზიდენტი იყოს. მათივე ინფორმაციით, ისინი არჩევნებზე ტრამპს ხმას არ მისცემენ. განცხადების ავტორებს შორის არიან აშშ-ის სხვადასხვა სადაზვერვო უწყებების ხელმძღვანელები, პრეზიდენტის ექს-მრჩევლები, ეროვნული უშიშროების სამსახურების ყოფილი ხელმძღვანელები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)