21:22 - 22 Jul, 2026
|
2016-08-05 12:34:27, 1973 ნახვა
მსოფლიო
აშშ თურქეთისთვის ფეთჰულა გიულენის გადაცემას არ აპირებს
ამერიკის შეერთებული შტატების თურქი იმამის ფეთჰულა გიულენის თურქული მხარისთვის გადაცემას არ აპირებს. THE WALL STREET JOURNAL-ის ინფორმაციით, აშშ და თურქეთი გიულენის ექსტრადიციაზე მსჯელობდნენ, თუმცა ანკარამ ამერიკელი მაღალჩინოსნები გიულენის ექსტრადირების აუცილებლობაში ვერ დაარწმუნა. შეგახსენებთ, რომ სტამბოლის სასამართლომ ფეთჰულა გიულენის დაკავების ოფიციალური ორდერი გუშინ გასცა. ANADOLU-ს ცნობით, თურქეთის ხელისუფლება შეერთებულ შტატებში მცხოვრებ სასულიერო პირს - ფეთჰულა გიულენს სამხედრო ამბოხის ორგანიზებაში ადანაშულებს. პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი გიულენის მხარდამჭერად დასავლურ პოლიტიკურ სამყაროს ასახელებს და მას ტერორიზმის ხელშემწყობს უწოდებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)