|
2016-07-28 16:25:57, 1925 ნახვა
მსოფლიო
პუტინმა ყირიმის ფედერალური ოლქის გაუქმების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყირიმის ფედერალური ოლქის გაუქმების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. როგორც კრემლის პრესსამსახური იტყობინება, პუტინის გადაწყვეტილებით, ანექსირებული ყირიმი სამხრეთის ფედერალური ოლქის შემადგენლობაში შევა. ამასთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტმა მთელი რიგი საკადრო ცვლილებები განახორციელა. კერძოდ, თანამდებობიდან გაათავისუფლეს ჩრდილოკავკასიის ფედერალურ ოლქში პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი სერგეი მელიკოვი. მელიკოვის ნაცვლად აღნიშნულ თანამდებობას პრეზიდენტის წარმომადგენელი ყირიმში ოლეგ ბელავენცევი დაიკავებს. თავად მელიკოვი დაინიშნა რუსეთის ნაციონალური გვარდიის ხელმძღვანელის მოადგილედ. ცნობისთვის, თანამდებობა დაკარგა უკრაინაში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მიხაილ ზურაბოვმა. რუსეთის მიერ ანექსირებული სევასტოპოლის გუბერნატორი სერგეი მენიაილო კი ციმბირის ფედერალურ ოლქში პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)