|
2016-05-18 18:28:15, 801 ნახვა
სამხედრო
ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სწავლების ფარგლებში სხვადასხვა ტიპის საველე სწავლება გაიმართა
ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის საველე სწავლება გაიმართა. თავდაპირველად, ქართველმა და ბრიტანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ერთობლივი ოპერაცია - „შეტევა საბრძოლო სროლებით“ განახორციელეს. ბრიტანულ დანაყოფს საარტილერიო ცეცხლის კორექტირებაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ხელმძღვანელობდნენ. საველე სწავლების ფარგლებში შემოწმდა ქართველი და ბრიტანელი სამხედროების ურთიერთქმედების დეტალები. ერთობლივი ოპერაციის პარალელურად ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა მთავარ საბრძოლო ტანკ M1A2-დან და ქვეითთა საბრძოლო მანქანა „M2“-დან საბრძოლო სროლები განახორციელეს, სამხედრო მოსამსახურეებმა სხვადასხვა მანძილზე მდებარე სამიზნეებზე მიიტანეს იერიში. აღნიშნული ამოცანის შესრულების დროს საქართველოში წარმოებული, სსსტც „დელტაში“ აწყობილი სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა გამოიყენეს. დღეს გამართული სხვადასხვა საველე სწავლებების მიზანს ერთობლივი, შემაჯამებელი ქართულ-ამერიკულ-ბრიტანული ოპერაციისთვის მზადება წარმოადგენდა. ქართულ-ამერიკული სწავლება 11 მაისს გაიხსნა. „ღირსეული პარტნიორი 2016“ საქართველოში წელს მეორედ ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას, თავდაცვა/შეტევით ოპერაციებში უნარ–ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. სწავლების სცენარი სტაბილურობისა და შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება. ქართულ-ამერიკული სწავლებაში 1300 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს - მათ შორის 500 ქართველი, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის 650 და 150 ბრიტანელი.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)