|
2016-05-18 15:18:19, 848 ნახვა
სამხედრო
ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე სემინარი დაიწყო
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრში ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე სემინარი დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტრენინგი თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო ბაქრაძემ გახსნა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა. მათივე ცნობით, სემინარში თავდაცვის სამინისტროსა და სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ადამიანური რესურსების მართვის სფეროს სპეციალისტები მონაწილეობენ. აშშ-ის უმაღლესი საზღვაო სკოლის წარმომადგენელი უილიამ ჰათჩი სამი დღის განმავლობაში აუდიტორიას გააცნობს ადამიანური რესურსების მართვის როლს, სისტემას და მექანიზმებს, ასევე ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ პროცესებსა და პერსონალის როლს შეიარაღებული ძალების განვითარებაში. სემინარი თეორიულ და პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც ითვალისწინებს. სემინარი ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)