|
2016-05-11 14:56:29, 894 ნახვა
სამხედრო
ქართველმა სამხედროებმა „ძლიერთა თამაშებში“ ბრინჯაოს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა გუნდმა საერთაშორისო შეჯიბრება „ძლიერთა თამაშების“ ფარგლებში გამართულ მჯდომარე ფრენბურთის მატჩში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ქართველი სამხედროები ნახევარფინალში დიდი ბრიტანეთის გუნდთან, ანგარიშით 2-1 დამარცხდნენ. ხოლო, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ნიდერლანდების ნაკრები ანგარიშით 2-0 დაამარცხეს. ამ დროისთვის მოასპარეზე ქართველი სამხედროების ანგარიშზე კიდევ ერთი პრიზი, ვერცხლის მედალი ირიცხება, რომელიც 100 მეტრზე სირბილში სერჟანტმა გიორგი ბოჭორიშვილმა მოიპოვა. უწყების ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებსა და საერთაშორისო ოპერაციებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ში, ქალაქ ორლანდოში, გაერთიანებული სამეფოს პრინცის, მისი აღმატებულება პრინც ჰარის პატრონაჟით გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილეობენ. ცნობისთვის, საერთაშორისო შეჯიბრება უოლტ დისნეის ESPN სპორტულ კომპლექსში იმართება. სპორტული ღონისძიება 8 მაისს დაიწყო და 12 მაისს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)